ჯვრის ამაღლების ტაძრის გადამღებთა ჯგუფი ტაძრის მისიონერული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
გადამღებები უზრუნველყოფენ ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ღვთისმსახურებების, წინამძღვარ – დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დისტანციური/საჯარო შეხვედრების, “ათონის დარბაზის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტო-ვიდეო გადაღებას.
ამ ეტაპზე სამრევლოში 10 მოხალისე ფოტოგადამღები და 6 მოხალისე ვიდეოგადამღებია.