29 ივნისის ღამეს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი იკურთხა.
საღმრთო ლიტურგია აღავლინა ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.
მსახურება ასევე განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსათვის: სტუმარ სასულიერო პირებთან და გუნდ “შვიდკაცასთან” ერთად ერთობის სიხარულით აღინიშნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-4 ტაძრის კურთხევა.
წირვაზე მოსულებს მასში მონაწილეობა შეეძლოთ ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებელი სისტემისა და ეკრანზე ლიტურგიის პირდაპირი ჩართვის გადაცემის მეშვეობით.