ანონსი – არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის დისტანციური შეხვედრა ქართველ ოჯახებთან, რომლებმაც შვილი დაკარგეს

27 ივნისს, თბილისის დროით 21:00 სთ-ზე ჯვართამაღლების ტაძრის ინიციატივით გაიმართება არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის დისტანციური შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ შვილგარდაცვლილ ოჯახებთან.
შეხვედრის მხარდამჭერია პორტალი “Pemptousia”.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა:
აპლიკაცია Zoom-ის დაყენება თქვენს კომპიუტერზე ან ტელეფონზე;
დარეგისტრირება შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/…/tZ0kc…
რეგისტრაციისას ლ ა თ ი ნ უ რ ი ასოებით ჩაწერეთ თქვენი სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტა.
დარეგისტრირების შემდეგ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ პირადად თქვენი უნიკალური ბმული, რომლითაც შეძლებთ შეხვედრაზე დასწრებას (27 ივნისს, 21:00 სთ-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და დაესწროთ შეხვედრას).