კვირას, 17 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.
ჯვართამაღლების სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ სატაძრო კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა მამა ეფრემთან.
აგრეთვე შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია.