2022 წლის 8 აპრილს, ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” სახელით ახალი პროექტი “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” დაიწყო.
პროექტი მოიცავს ინტერვიუთა ციკლს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ და ცნობილ სასულიერო პირებთან, რომლებიც ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლის გამგრძელებელნი და მემკვიდრენი არიან. ისინი საუბრობენ პრაქტიკული სულიერი ცხოვრების უმთავრესი და აქტუალური საკითხების შესახებ.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელი საბა თავაძე.
პროექტის ფარგლებში ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებულია სამრევლოს გადამღებთა და ტექნიკური ჯგუფების მიერ. ინტერნეტ-პლატფორმებზე ეტაპობრივად განთავსდება ინტერვიუები.