13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ ვატოპედელის დაბადებიდან 101-ე და გარდაცვალებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ შემობრძანდა მისი წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.