Წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია

 

“გრიგოლიადა 2022” – “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”

 

Კონფერენცია იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

 

Წმ.გრიგოლ ხანძთელის საერთაშორისო კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. პროექტის მხარდამჭერია პორტალი PEMPTOUSIA.COM.

 

კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით “გრიგოლიადა 2022” ეძღვნება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

 

Იხილეთ “გრიგოლიადა 2022”-ის სრული პროგრამა:

30 ნოემბერი – ლიდრის ეპისკოპოსი ეპიფანე;
7 დეკემბერი – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე;
10 დეკემბერი – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი;
13 დეკემბერი – იღუმენია პროდრომე;
16 დეკემბერი – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი;
23 დეკემბერი – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ.

 

გამონაკლისის სახით, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, “გრიგოლიადა 2022” შედგება ვირტუალური ფორმატით