2020 წლის 21 სექტემბერს, ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სტავროს იანკაზოღლუს დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან.
შეხვედრის თემა იყო “ეკლესია – ინსტიტუცია და ქარიზმა, ეკლესიის მისტერიის ასპექტები”
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორი სტავროსის სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა პროფესორს დაუსვეს სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური კითხვები.
შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოიცავდა მრავალრიცხოვან მონაწილეებს და ძალიან ნაყოფიერი იყო.
ჩვენი სამრევლოს სახელით, დიდ მადლობას ვუხდით პროფესორ სტავროსს საინტერესო შეხვედრისთვის და ასევე ნინო საძაგლიშვილს – შეხვედრის სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის.