2021 წლის 4 ნოემბერს ჯვართამაღლების ტაძარში აღევლინა პირველი პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. პარაკლისი აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამსახურ სასულიერო პირებთან ერთად.
პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა” აღევლინება ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ ხუთშაბათს 19:30 სთ-ზე.
“დედა სიმდაბლისა” ჯვართამაღლების ტაძარში ახლადშექმნილი ხატია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, საბა თავაძე, ხოლო ხატმწერი – ლაშა დარბუაშვილი.