2020 წლის 9 ივნისს ინტერნეტ პორტალ „პემპტუსიისა“ (www.pemptousia.gr) და „ათონის დარბაზის“ (www.atonisdarbazi.ge) თანამშრომლობით შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ ეფრემის დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან – დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით.
ტელეხიდმა, რომლის პირველი ნაწილი მამა ეფრემის სიტყვას დაეთმო, 2 საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს მათთვის საინტერესო, პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნო დასი რუმინეთიდან.