ხუთშაბათს, 8 ივნისს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა ბელგიაში მდებარე ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრის რუმინული სამრევლო 50-კაციანი შემადგენლობით მათი წინამძღვრის, მღვდელ კიპრიანეს, თანხლებით.
ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ მამა თეოდორეს და მათთვის საინტერესო, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.