კვირას, 10 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა ბუქარესტის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რუმინული სამრევლო 60-კაციანი შემადგენლობით, მათი წინამძღვრის – მღვდელ ბასილ იოანას თანხლებით.
საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდგომ სტუმრებმა კომპლექსი დაათვალიერეს, შემდეგ კი მამა თეოდორეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს.