30 ნოემბერს “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში , შედგა პიველი Zoom შეხვედრა ლიდრის ეპისკოპოს ეპიფანესთან, რომელსაც, ასეულობით ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრებოდა.
I შეხვედრის თემა იყო “სიმდაბლე – როგორც ისიქაზმისა და ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების საფუძველი”.
სინქრონული თარგმანით თანადგომას უზრუნველყოფდა ლიმასოლის ეპარქიის მღვდელი – გიორგი ხარებაშვილი.
წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ორგანიზატორების ინიციატივით, ეძღვნება მისსავე დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა.
შეხვედრის მხარდამჭერია პორტალი – PEMPTOUSIA.COM.
______
გამონაკლისის სახით, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, “გრიგოლიადა 2022” შედგება ვირტუალური ფორმატით.