7 თებერვალს, საღამოს 8 საათზე, ,,ათონის დარბაზმა” ქვეყნის მთავარ წიგნთმცველს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, მწერალსა და პოეტს გიორგი კეკელიძეს უმასპინძლა თემით: ,,წიგნი და წიგნიერება“.
საღამო ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში სტუმარმა ისაუბრა შერჩეული თემის გარშემო, შემდეგ კი პასუხობდა აუდიტორიის კიხვებს. საღამო განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.
შეხვედრაზე დასწრება, ტრადიციულად, თავისუფალი იყო ყველა მსურველისთვის.