7 დეკემბერს “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, შედგა შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ვირტუალურ ფორმატში, ისე – ფიზიკურად.
კონფერენციის II შეხვედრის თემა იყო “წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი”.
წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ორგანიზატორების ინიციატივით, ეძღვნება მისსავე დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.