ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის კეთილი ნებითა და კურთხევით დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოს საჩუქრად გადაეცა მიტროპოლიტის მოძღვრის, ახლადკანონიზირებული წმინდანის, მღვდელმთავარ კალენიკე ედესელის წმინდა ნაწილი.
2021 წლის 21 აგვისტოს ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე სამღვდელო დასი და სამრევლო დიდი მღვდელმთავრის წმინდა ნაწილს განსაკუთრებულო საზეიმო პატივით, ლიტანიობით მიეგება.