“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ინიციატივით დაიწყო და მათივე სურვილით პატრიარქ ილია II-ის მამამთავრობის 45 წლისთავს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.
თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
• ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა;
• ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა;
• რეგიონის კულტურულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება;
• რეგიონში ტერიტორიების დასუფთავება;
• ნერგების დარგვა.
პროექტის მიზანია, რომ მსგავსმა აქტივობებმა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების არა მხოლოდ სულიერ გაჯანსაღებას, არამედ მათი სოციალური პასუხისმგელობის ამაღლებას, რაც შედეგად თითოეული რეგიონის კულტურულ-სოციალურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.
გასვლითი ღონისძიებები 2023 წლის მარტში დაიწყო. ამ დრომდე სულ 13 გასვლა შედგა. ახალგაზრდები ესტუმრნენ: გორისა და ატენის, საგარეჯო-ნინოწმინდისა და ბოდბის, ბოლნისის, ალავერდის, ახალციხის, მცხეთა-თბილისის, ბათუმისა და ლაზეთის, ზუგდიდისა და ცაიშის, ნეკრესის, სტეფანწმინდისა და ხევის, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის, მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიებს. იგეგმება სხვა ეპარქიების მონახულებაც.
ამჟამად პროექტში საშუალოდ სამრევლოს 80-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ამასთან, სოციალურ პლატფორმებზე სხვა ახალგაზრდების დიდი რაოდენობით გამოხმაურებიდან და ჩართვის სურვილიდან გამომდინარე იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა და მალე სხვებსაც მეიცემათ მონაწილეობის შესაძლებლობა.
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – N2