2021 წლის პირველ სექტემბერს, „ათონის დარბაზის“ ორგანიზებით, შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე ლიმასოლელისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის რიგით მე-2 დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით.
ტელეხიდი 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.