პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” პირველ სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მეუფე ათანასესთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
მეუფე ათანასე ასევე იხსენებს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ და გამორჩეულ მამებს, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა.
პროექტი მომზადებულია ჯვართამაღლების ტაძართან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელი საბა თავაძე.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებულია სამრევლოს გადამღებთა და ტექნიკური ჯგუფების მიერ.