“წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ მომზადებული პროექტის “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” მეორე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ სიმვულას წმ.გიორგის მონასტრის (ლიმასოლის ეპარქია, კვიპროსი) წინამძღვართან, არქიმანდრიტ ნილოსთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე;
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა გადაღებული და დამუშავებულია სამრევლოს გადამღებთა და ტექნიკური ჯგუფების მიერ.