10/11 ივლისის ღამეს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღინიშნა ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) ხსენება და იკურთხა მისივე სახელობის ტაძარი.
ღვთისმსახურება აღავლინა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.