თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე “ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” , განახლდა საჯარო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.
ვფიქრობთ, დაინტერესებული პირებისთვის (როგორც ახალგაზრდა, ისე ყველა ასაკის ადამიანისთვის) სასარგებლო იქნება გამოცდილ ადამიანებთან უშუალო შეხება.
ასევე, სურვილის შემთხევაში, შესაძლებელია დარბაზი დავუთმოთ რომელიმე პიროვნებას, რათა მოაწყოს თავისი პერსონალური გამოფენა, საღამო ან სხვა ამდაგვარი ღონისძიება (იხ. დაწვრილებით).
შეხვედრების დრო, თარიღი და სხვა ინფორმაცია იხილეთ საიტზე. დასწრება თავისუფალია.