დასრულდა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის ვიზიტი საქართველოში.
მამა ეფრემის და მისი თანმხლები პირების გაცილებაში, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობა მონაწილეობდა.
არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ყოველდღიურად აღავლენდა საღმრთო ლიტურგიებს და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეხვედრებში.