შაბათს, 29 ოქტომბერს, შედგა გამომცემლობა “მთაწმინდა”-ს მიერ ახალი წიგნის წმიდა გაბრიელ მცირის – „სულისა წმიდისა მინდობითა“ პრეზენტაცია, რომელსაც მხარდაჭერა და ორგანიზება ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებულმა წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერამ გაუწია.
ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მამამთავრობიდან – 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ:
დეკანოზი: თეოდორე (გიგნაძე)
აკადემიკოსი: ავთანდილ არაბული
დეკანოზი: გიორგი (კარელიძე)
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: გიორგი კალანდაძე