ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ისეთი დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, როგორებიცა: სასანთლე, სამრეკლო, სამუშაო ოთახები სამრევლოს მოხალისეობრივი ჯგუფებისთვის, სათავსეობი, სეფისკვერების საცხობი, სამკერვალო, მოსასვენებელი ოთახები სტუმრებისთვის, რამდენიმე ფანჩატური და ა.შ
კომპლექსის ყველა დამხმარე ნაგებობისა და, ასევე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის, მშენებლობის პროცესში მოხალისეობრივადაა ჩართული სამრევლოს ახალგაზრდობა.