“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.