29 ივლისს “წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” ორგანიზებით და “ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მხარდაჭერით შედგა რიგით მე-4 საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. აღნიშნული საღამო მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ანგელოზის დღეს და აღსაყდრების 45-ე წლისთავს. შეხვედრის თემა იყო:
“მოწამეთა მიწა – საქართველო”.
შეხვედრა გახსნა ანსამბლმა “ბასიანმა”.