2020 წლის 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულის საღამოს, “ათონის დარბაზის“ ორგანიზებით შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პირველი დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების მონაწილეობით.
ტელეხიდი 1სთ და 30წთ-ის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.