ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს 2022 წლის 29 ივნისს რიგით მე-4, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი შეემატა. ტაძარი ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია და მასში წარმოდგენილია ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მოზაიკური სერია.
სწორედ აქ არის ასევე დავანებული ხატ “დედა სიმდაბლისას” მთავარი ასლი, რომელთანაც პარაკლისი ყოველ ხუთშაბათს აღევლინება.