შეხვედრა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან

“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 16 დეკემბერს შედგა Zoom შეხვედრა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსთან.
 
 
შეხვედრის თემა იყო “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”
სინქრონული თარგმანს უზრუნველყოფდა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრი და სისტემური თეოლოგიის მაგისტრ ნინო საძაგლიშვილი.
 
 
წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია, “გრიგოლიადა 2022” იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
 
 
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი და მასთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა.
 
ორგანიზატორების ინიციატივით, კონფერენცია ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და მამამთავრობის 45 წელს.
 
Შეხვედრის მხარდამჭერია პორტალი – PEMPTOUSIA.COM.
 
 
“გრიგოლიადა 2022”-ის სრული პროგრამა Იხილეთ ბმულზე: https://www.jc.ge/გრიგოლიადა-2022/ __ გამონაკლისის სახით, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, “გრიგოლიადა 2022” იმართება ვირტუალური ფორმატით.
 
 
კონფერენციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: : https://us06web.zoom.us/…/tZUucOqqrzkrGNWPLBdriACkkH