2021 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში უკვე ტრადიციადქცეული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. საღამოს გახსნამდე შედგა ტელეხიდები არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა მიმდინარე და სამომავლო პროექტი, რომლებსაც სამრევლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები უძღვებიან.
მიმდინარე და სამომავლო პროექტები:
ნაჩვენები იყო სატაძრო კომპლექსში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, განხილული იყო მოხალისეობრივი საქმიანობები და პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებული ზომები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთელი სამრევლოსთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოს მეგობრები: სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი” და მომღერალი მაია ბარათაშვილი.
ღონისძიების დასაწყისში სასულიერო დასმა და დამსწრე საზოგადოებამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.